რეგიონი
ზუგდიდის რაიონის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი რაიონის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, 25 ხმით 8-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

მუნიციპალიტეტის წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წინა წელთან შედარებით ორი მილიონი ლარით  გაიზარდა და 16 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მომავალი წლის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა ინფრასტრუქტურა, სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა და სხვ.
მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარი არც ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ არ დაუჭირა.

”თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, ადგილობრივი ბიუჯეტი „გაბერილია“, მეტია ბიუროკრატიული ხარჯები და არსებობს ისეთი შტატები, რომლის აუცილებლობაც არ დგას დღის წესრიგში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი ხუთი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა, რის გამოც მათ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

ოპოზიციური პარტიის შენიშვნებს ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უბრალოდ ვერ ეგუება უმცირესობაში ყოფნას.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.