რეგიონი
საგანგებო შტაბის სხდომა გუბერნიაში - რა მდგომარეობაა რეგიონში
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილი შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას რომელსაც ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია ხელმძღვენელობდა შტაბის წევრებთან ერთად, ზუგდიდის მერი, ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

21:30 საათის მონაცემებით რეგიონის მასშტაბით ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 2500-მდე აბონენტს. დილით ეს ციფრი 10 ათას აბონენტს აღწევდა. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის დირექტორმა კახა ქიტესაშვილმა შტაბის სხდომაზე განაცხადა, ძირითადად აღდგენითი სამუშაოები ვერ განხორციელდა ისეთ სოფლებში, სადაც თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია. მისივე განცხადებით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თავის მხრივ შექმნილი აქვს 2 ტექნიკური შტაბი ზუგდიდსა და სენაკში, რომლებიც ბრიგადებისგან შედგება და 24 საათიან რეჟიმში მუშაოებენ.

რეგიონში გაზმომარაგების კუთხით არსებული სიტუაცია ვიცე-გუბერნატორს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური ოფილის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბერიშვილმა გააცნო. როგორც ბერიშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, გაზმომარაგების მხრივ რეგიონს პრობლემები არ შექმნია. „მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 100-მე აბონენტს დროებით შეუწყდა გაზმომარაგება, თუმცა ეს პროცესი ტექნიკური ხასიათის იყო და დროულად ხდებოდა პრობლემის მოგვარება“. ვახტანგ ბერიშვილი მედიით გაჟღერებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სრული სიცრუეა თითქოსდა დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს არ მიეწოდებოდა 3 დღე გაზი, ეს არის უპასუხისმგებლო ტყუილი, არათუ კორპუსს ერთ ოჯახს ვერ დამისახელებენ სადაც 3 დღე გათიშული იყო გაზი“ - განაცხადა „სოკარ-ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალური დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.

საგანგებო შტაბის სხდომაზე ვიცე-გუბერნატორმა რეგიონის მასშტაბით გზებზე არსებულ მდგომარეობა მიმოიხილა, კობა ქანთარიას განცხადებით „ამ დროისთვის ცენტრალური გზები, სოფლებთან მისასვლელი გზები, საავადმყოფოებთან მისასვლელი გზები არის გაწმენდილი, ამავდროულად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები გზების გასაწმენდად, მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა.

ამ დროისთვის ჩაკეტილია მხოლოდ მოძრაობა ჯვარი მესტიის მიმართულებით, სადაც ხაიში-ბარჯაშის მონაკვეთზე თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთავე საგზაო მოძრაობა აღდგება.

საგანგებო შტაბები ფუნქციონირებს ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში, გარდა ამისა დილიდან რეგიონის მასშტაბის საკოორდინაციო საგანგებო შტაბი შექმნილია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის დავალებით, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს. შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

დიდთოვლობის გამო შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლების დროს დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 591 41 77 18
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / იანვარი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.