რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 600 მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სპეცტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს. მათივე განმარტებით, თოვის შეწყვეტისთანავე მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე - გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა.

დიდთოვლობის გამო ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი - ხაიშის (კმ30-კმ70) მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რადიო „ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„4 იანვრის 22 საათის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2600-მდე აბონენტს. აქედან სენაკში 800 აბონენტი გამორთულია უსაფრთხოების მიზნით. დღის განმავლობაში დაზიანებული აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგიის მომარაგება აღუდგა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო გაჩნდა დაზიანების ახალი კერები, უმეტესწილად - მარტვილში, სენაკსა და აბაშაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ ღამის მორიგე ჯგუფები. დილიდან კი პრობლემურ ადგილებზე გავლენ, როგორც ადგილობრივი, ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად გააგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიის დაწყების დღეს რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 10 ათასზე მეტ აბონენტს.

რეგიონში გაზმომარაგება ხდება სტაბილურად. ზუგდიდში გამორთული 5 კორპუსიდან გაზის მიწოდება აღუდგა 4 საცხოვრებელ კორპუსს. დარჩენილ ერთ კორპუსში მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგების ჩართვა ამაღამვე მოხდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ,ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.

სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი“, - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.