რეგიონი
სოხუმის იზოლატორის მსჯავრდებულებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს

სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორის მსჯავრდებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის ადვოკატთა პალატის წევრმა საიდ კვიცინიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები საყოფაცხოვრებო პირობების გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ.

აღნიშნა, რომ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და და ფსიქიატრის კონსულტაციები, თუმცა დაწესებულების ადმინისტრაცია "ძალიან ზანტად“ რეაგირებს ამ მოთხოვნებზე. გარდა ამისა, მისივე ცნობით, თანამშრომლები თავს უცენზურო გამონათქვამების უფლებასაც აძლევენ.

მან აღნიშნა, რომ ადვოკატთა პალატამ უკვე დააუწყა სოხუმის იზოლატორის ადმინისტრაცია პატიმართა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადვოკატთა პალატის წევრმა ივან ზარანდიამ 2015 წლის 10 აგვისტოსაც მიაწოდა ციხის ადმინისტრაციას მსგავსი ინფორმაცია. მაშინ ის აცხადებდა, რომ არეულობების მიზეზად, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გარდა, პატიმრები სატელეფონო კავშირის შეზღუდავასაც ასახელებნდნენ.

2015 წლის 12 დეკემბერს დრანდის იზოლატორის მსჯავრდებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის საბაბად ციხის ადმინისტრაციის მიერ მათთვის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ჩამორთმევა იქცა. ბუნტის ჩახშობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

აქციის შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძაპშპას გადაწყვეტილებით მსჯავრდებულების და დაკავებულების ახლობლებთან შეხვედრის შესახებ აკარძალვა გაუქმდა.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.