რეგიონი
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ჩხოროწყუში ახალ სახლებს უშენებენ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, გაუსაძლის პირობებში მყოფი ოჯახებისა და სხვადასხვა სოციალური პრობლემის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ჯგუფი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისა და დეპუტატების მონაწილეობით სწავლობს და ავლენს ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ახალი სახლის აშენება ან არსებულის რეაბილიტაცია სჭირდებათ.

როგორც რადიო „ათინათს“ გამგეობიდან აცნობეს, ამჟამად 13–ვე ადმინისტრაციულ ერთეულში ჯგუფის მიერ შესწავლილი და გამოვლენილია ზემოთაღნიშნული კატეგორიის 46 ოჯახი, რომელთაგან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფთ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

როგორც „ათინათთან“ საუბრისას ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა განმარტავს, მისი უწყება მიმდინარე წელს ახალ სახლს მინიმუმ 10 ოჯახს აუშენებს.
„რამდენიმე ოჯახი უკვე შერჩეულია, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ვარჩევთ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს და პირველ რიგში მათ დავეხმარებით“, - აღნიშნა გოგუამ.

2016 წელს უკიდურესად გაუსაძლის საბინაო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად და სარეაბილიტაციოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ კი - 50 000 ლარი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.