დღეიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება
შეიზღუდება.
"ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის ასლან ბასარიას განცხადებით,
ელექტროენერგია დღე-ღამის განამვლობაში 4 საათით გაითიშება.
მარაოსებრი გამორთვები 15 აპრილამდე გაგრძელდება.
ბასარიამ აღნიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის უდიდეს
ნაწილს ენგურჰესი გამოიმუშავებდა.
"იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში
გვალვა იყო, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონემ 17 მეტრით იკლო. ახლა
წყლის საკმარისი რაოდენობა დაგროვდა. თუმცა, ჩამორჩენა 12,5 მეტრს
მაინც შეადგენს", - დააზუსტა მან.
მასალის გამოყენების პირობები