ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო სვანეთის გზებზე
შეზღუდვებია დაწესებული.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის
მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის
ჯვარი-კალას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
ხოლო, ლახამურა-კალას მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები