ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები ქალაქის მერს ხვდებიან (ვიდეო)
12:36 / 01.02.2016
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები.
მათი ნაწილი კი მერთან შეხვედრაზე იმყოფება.
აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ბაზრის ახალი მეიჯარეები მათ
სავაჭრო ადგილებს წაართმევენ.
შპს „ლონდასტეს“ წარმომადგენლების განცხადებით, მოვაჭრეებს მათთან
პრობლემები არ შეექმნებათ და ისინი მუშაობას ჩვეულებრივ
გააგრძელებენ.
გარდა ამისა, შპს „სუპერმაკეტის“ ადმინისტრაციის
წარმომადგენლები მერიას მათი ქონების მითვისებაში
ადანაშაულებენ.
„ბაზრის წინ არსებულ ტერიტორიაზე პრეტენზია არ გვაქვს,
მაგრამ კონსტრუქციებს არ დავთმობთ“,-
აცხადებს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მანანა ბერძენიშვილი.
ქალაქ ზუგდიდის მერიამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (250 კვ/მ)
აუქციონის წესით იჯარით გასცა. აუქციონი პირობიანი იყო და ახალმა
მეპატრონემ ადგილობრივი ბიუჯეტში წლიურად 67 ათასი ლარი უნდა
შეიტანოს. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ,რომ ტერიტორია კანონიერად
გასხვისდა და აქამდე, აღნიშნული ტერიტორიიდან, სადაც მოვაჭრეები
ათეული წლებია მუშაობენ, ადგილობრივი ბიუჯეტში თანხა არ
ირიცხებოდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები