რეგიონი
ცხოველთამოყვარულები: "მაღლაფერიძესთან ხელშეკრულება არ გაფორმდება" (ვიდეო)
ცხოველთამოყვარულები ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გაქცნეს, მათ შორის, არ გაფორმდეს ხელშეკრულება ი.მ. გიორგი მაღლაფერიძესთან, რომელმაც ქალაქიდან უპატრონო ძაღლების ოზურგეთის თავშესაფარში დროებით გაყვანა და მოვლა - პატრონობა უნდა უზრუნველყოს. სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით, მაღლაფერიძეს თავშესაფარში ძაღლები გაუსაძლის პირობებში ჰყავს და მასთან ხელშეკრულების გაფორმება დაუშვებელია.

ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის ეგნატე შამუგიას ინფორმაციით, მერმა მათ პირობა მისცა, რომ ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძესთან ხელშეკრულებას არ გააფორმებენ.

"ასევე აღსანიშნავია, რომ ააიპ "ზუგდიდდასუფთავებამ" ტენდერი უკანონოდ გამოაცხადა. კერძოდ, მათ წლიური შესყიდვების გეგმაში გაცილებით ნაკლები თანხა ჰქონდათ მითითებული, ვიდრე ეს ტენდერის გამოცხადების დროს იყო. მერმა ასევე მოგვცა პირობა, რომ ამ საკითხს მერიის აუდიტი შეისწავლის", - აღნიშნა ეგნატე შამუგიამ.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში რადიო "ათინათს" განუმარტეს, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ცნობისთვის 5 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა მერიის წინ აქცია „ დაიცავი დაუცველი ცხოველი“ გამართეს, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომ ზუგდიდის მერიამ არ გაუფორმოს ხელშეკრულება ოზურგეთში მოქმედი თავშესაფრის მფლობელს, ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს, რომელსაც ისინი ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. ასევე აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ ქალაქის თვითმმართველობას, ქალაქში არსებული უპატრონო ძაღლების პრობლემა ჰუმანური გზებით მოაგვაროს.


მსგავსი თემა: „დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - აქცია ზუგდიდის მერიასთან (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.