Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/971694_414178632012688_283262136_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რეგიონი
ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცებიდან ერთ-ერთი კაპრალი ვლადიმერ შანავა წალენჯიხის მკვიდრია
დაღუპულთაგან 28 წლის კაპრალი ვლადიმერ შანავა  წალენჯიხის მკვიდრია. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე გუშინ, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა . როგორც გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა "შირგაზზე" 16:17 საათზე მოხდა. მინისტრის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა 42-ე ბატალიონის ბაზაზე იერიში მიიტანა. "ინფორმაციის მიღებისთანავე გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობას მივეცი დავალება ბოლომდე დაედგინათ და დაეზუსტებინათ შემოტევის დეტალები. უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები. მე ვესეუბრე 42-ე ბატალიონის მეათურ მაიორ კალანდაძეს, მოცემული დროისთვის ცნობილია შემდეგი: ბაზაზე განხორციელდა მეამბოხეთა კომბინირებული თავდასხმა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. დაღუპულია 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე",-აცხადებს ირაკლი ალასანია. მისივე ინფორმაციით, თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს, ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს და ამ დროისთვის სრულად აკონტორლებენ ოპერატიულ ვითარებას მათი პასუხისმგებლობის ზონაში. „დიდი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმას შეეწირა 3 ქართველი მოსამსახურე კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. მინდა, მივუსამძიმრო ამ გმირი სამხედროების ოჯახებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი და მთელ საქართველოს ეს ტრაგედია",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით არიან დაჭრილები და მსუბუქად დაშავებულები. ყველა დაჭრილის ოჯახის წევრი ინდივიდუალურად ინფორმირებულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.