საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო
ცენტრი გახსნა. აქ იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები,ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი ლევან შონია.
საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე
აცხადებს,რომ რუხი მოლის ფუნქციონირება ადმინისტრაციული საზღვრის
სიახლოვეს ხელს შეუწყობს აფხაზებისა და ქართველების კიდევ უფრო
დაახლოვებას და ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
რუხის სავაჭრო ცენტრი 10 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო
განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯის
და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის
სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო
მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო
ფართები ასევე აღჭურვილია განათების, ვენტილაცია-კონდიცირების
და გათბობის თანამედროვე სისტემებით.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები