რეგიონი
პრემიერი-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიოორგი კვირიკაშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.

ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვდება ქართველ სტუდენტებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.