რეგიონი
სენაკში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩასახლებაში არსებულ ყველა კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უწყება მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების 25 კორპუსის სახურავებსა და იატაკებს გამოცვლის, გარდა ამისა განხორციელდება წყალკანალიზაციის სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს, რომლებიც კარატეს ეუფლებიან კიმონოები და სპორტული ინვენტარი ჩაუტანა. ჩასახლებაში არსებულ აფხაზურ სკოლაში არაერთი სპორტული წრე ფუნქციონირებს.

USAID-ის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო გასართობი კუთხეც მოაწყო. კერძო სექტორის ჩართულობით ასევე იგეგმება აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებლობა.

25 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი წლების წინ დაიწყო, თუმცა ბინების სრულად დაკანონება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.