განმუხურელების ნაწილი ბულვარის გაყიდვის წინააღმდეგი არაა (ვიდეო)
14:06 / 23.03.2016
დღეს განმუხურის ცენტრში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც
სოფელში ინვესტიციის განხორცილებას
მიესალმებიან და ბულვარისა და მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვაში
პრობლემას ვერ ხედავენ. აქციის მონაწილეებს თან ბანერები ჰქონდათ
წარწერით: "მთავრობამ გააჩუმოს ჩვენი მტრები", "განმუხურის მტრებო, ნუ
აჩერებთ განვითარებას", "ჩვენ გვინდა ინვესტიციები" და სხვ.
"სოფელში ახალგაზრდები ცხოვრობენ, რომლებსაც დასაქმება სურთ. თუ
ინვესტიციები შემოვა და მშენებლობები დაიწყება,ამაში ცუდი არაფერია.
არ ვიცით ბულვარი იყიდება თუ რა, მაგრამ აქედან მიწას ხომ არავინ
წაიღებს. "ნაციონალების" მიერ ატეხილი აჟიოტაჟი უადგილოა",- აღნიშნა
განმუხურის მკვიდრმა ეკა შამახიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და
მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ,შენობა-ნაგებობებით, აუქციონის
წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120
ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ
10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები
აპროტესტებენ და აქციებით იმუქრებიან.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები