რეგიონი
"ზღვა ხალხს ეკუთვნის" – საპროტესტო აქცია განმუხურში (ვიდეო)
განმუხურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მშენებლობის და ინვესტიციების განხორციელების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ ბულვარის გაყიდვას არ დაუშვებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა დამენიას განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილი ხეების შემდეგ, ცდილობს სანაპირო ზოლი დაისაკუთროს.

"ხეების შემდეგ ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ საქართველო შპს-ედ გადააქციოს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ყველა პარტიას მივმართავთ, შემოგვიერთდნენ და 29 მარტს ერთად გვამართოთ საპროტესტო აქცია", -აღნიშნა დამენიამ.

ცნობისთვის, 24 მარტს განმუხურის ცენტრში მოსახლეობის მეორე ნაწილმა აქცია გამართა. ადგილობრივების ამ ნაწილის განცხადებით, ისინი ბულვარისა და მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ და სოფელში ინვესტიციის განხორცილებას მიესალმებიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით, აუქციონის წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.