გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე თვეს
განმუხური-სარფის მონაკვეთზე
დელფინების გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა, რაც შესაძლოა
განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით. სააგენტო
მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საგანგებო განცხადებას
ავრცელებს.
"მოვუწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ
შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. აღნიშნულთან
დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ" , -
აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები