რეგიონი
ბულვარის გაყიდვის წინააღმდეგ მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა
"ნაციიონალური მოძრაობის" ორგანიზებით განმუხურში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა სერგო რატიანმა, გიორგი თევდორაძემ და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ბულვარის აუქციონზე გასაყიდად გატანა გააპროტესტეს.

სერგო რატიანის განცხადებით, ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და მისი გაყიდვა ყოვლად დაუშვებელია. „ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ისარგებლოს ხალხმა და არა მხოლოდ კერძო ბიზნესმენმა.
ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს არა ბულვარზე, არამედ მის გარშემო, ბულვარის გაყიდვა არის სამარცხვინო საქციელი ახლანდელი მთავრობის“-განახცადა სერგო რატიანმა

ადგილობრივების ინფორმაციით, კი სასტუმროს აშენების შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გასაყიდი ბულვარის ნაწილის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე გასვლას და მისი გაყიდვის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით, აუქციონის წესით იყიდება.
საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონი 30 მარტს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.