იაკობ გოგებაშვილის ბიუსტთან ქალაქ ზუგდიდის № 4 საჯარო სკოლის
აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას განათლების რესურსცენტრისა და საზოგადოებრიობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს
თავმჯდომარე მერაბ ქვარაიასთნ და მერიის სამსახურების
წარმომადგენლებთან ერთად "დედა ენის" ავტორის, იაკობ გოგებაშვილის
ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი მისივე სახელობის სკვერში მიმდინარე წელს
დაიდგა. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 531 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები