ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 410 ადამიანს
გადააჭარბა, 2,6 ათასზე მეტი - დაშავებულია.
ქვეყნის პრეზიდენტის რაფაელ კორეას გნაცხადებით, ზარალის ანაზღაურებას
მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ეკვადორში შაბათს მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები მანაბის პროვინციაში, ქ. პადერნალესში დაფისქირდა.
გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. "დოიჩე ველე"- ს ინფორმაციით,
1979 წლიდან ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რომელიც ქვეყანაში
მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები