რეგიონი
განმუხურში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დეტალები გუბერნატორთან განიხილეს
განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის, ტექნიკური დეტალები კომპანია "ბლექს სი რივერას" წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმროს მშენებელ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური დეტალების და ასევე ადგილზე არსებული წყალმომარაგების, ელექტრო ენერგიის და გაზის კომუნიკაციების რესურსის განხილვა მოხდა. რის შემდეგაც "ბლექს სი რივერას" წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სასტუმროს პროექტი გააცნეს. ახალი სასტუმროს და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაციას მშენებელი კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს.

შპს "ბლექს სი რივერა" სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა. რომლის საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონი მიმდინარე წლის 30 მარტს ჩატარდა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით ,,ბლექს სი რივერა" სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს მოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

ახალ სასტუმროში ადგილობრივები დასაქმდებიან, მშენებლობის დასრულებამდე კი მათი გადამზადება მოხდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.