ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ამირან ლაგვილავა, დღემდე" ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ამის
შესახებ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ამირან ლაგვილავას მაჟორიტარად წარდგენა "ქართულ ოცნებას" მოთხოვა
კუდის ყოფილმა უფროსმა რუსლან შამახიამ და დღევანდელი ნაციონალური
მოძრაობის ლიდერმა თენგიზ გუნავამ, ეს მოთხოვნა მათ წაუყენეს ედიშერ
თოლორაიას".
"ნაციონალურ მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში კი აცხადებენ, რომ ამირან
ლაგვილავას პარტიის დატოვების შესახებ მათთვის ჯერ არ მიუმართავს და
იგი ამ დრომდე წევრად ითვლება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა ამირან ლაგვილავა 2012 წელს ღირსების ორდენითაც
დააჯილდოვა.
"ქართული
ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლაგვილავა სოფლის
მაჟორიტარობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინწარადგინა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები