ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაცხვში ევროპული სტანდარტების
სანიტარული
ნაგავსაყრელი აშენდება. წინასწარი პროექტი, რომლის სავარაუდო
ღირებულება 15 მილიონი ევროა, ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების
მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა. მშენებლობას გერმანიის
განვითარების ბანკი აფინანსებს.
გიორგი შუხოშვილის განმარტებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო
ექსპერტები ჩაერთვებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, ნაგავსაყრელის
მშენებლობის და ოპერირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა
დასაქმდება.
პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში მხოლოდ ერთი - ახალი
ნაგავსაყრელი იმუშავებს, დანარჩენი დაიხურება.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები