სამართალდამცავების მიერ ვაჩნაძის 7 ნომერში შეიყვანის ლგბტ აქტივისტებს მათთან დაპირისპირებულმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ მისცეს.მათ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებმა ქვები და წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთთი სამართალდამცველი და რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტი. ვაჩნაძის ქუჩაზე საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მივიდა.
"დღევანდელი აქცია ლეგიტიმური იყო, თუმცა, როგორც ვნახეთ, მოხდა დაპირისპირება და არიან დაზარალებულები. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას და შექმნილი ვითარების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გავავრცელებთ", - განმარტა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები