მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, რაც
14 % შეადგენს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე
სულ 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა და მათგან ზღვარი 36 700-ზე
მეტმა მოსწავლემ გადალახა.
ცენტრში აცხადებენ, რომ ზუსტი მეცნიერების მიმართულებით პრობლემები
ჩანს და მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის სწავლება გამოსწორებას
საჭიროებს.
მათემატიკის გამოცდებში ჩაჭრილი კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს
ვერ ჩააბარებენ.
მოსწავლეებმა, რომლებმაც რომელიმე საგანში ბარიერი ვერ გადალახეს,
ქულები შეენახებათ და მომავალ წელს ხელმეორედ შეეძლებათ გავიდნენ
მხოლოდ იმ საგნის გამოცდაზე, რომელშიც ჩაიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები