რეგიონი
სახალხო დამცველი სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა
25–26 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული საჭიროებების შესახებ.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელოში მოსახლეობის ძირითად პრობლემას სოციალური საკითხები, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა წარმოადგენს. ასევე შეჩერებულია გაზიფიცირება, მოუგვარებელია ეკომიგრანტებისა და დევნილთა განსახლების საკითხი, მძიმეა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა. მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმართვას ითხოვს.

მოუწესრიგებელი გზების გამო გვიანდება სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და ავადმყოფის ტრანსპორტირება.

სახალხო დამცველს განცხადებით, მათ მიმართეს წალენჯიხის რაიონის მაცხოვრებლებმა,რომელთა სამოსახლოზეც ჯვარი–ხორგას დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების დამონტაჟება მიმდინარეობს. მათი თქმით, თხოვნის მიუხედავად, მშენებლობის განმახორციელებელი კომპანია ანძების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საფრთხის შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას არ აწვდის. ისინი ვერც სათანადო კომპენსაციას იღებენ.

უჩა ნანუაშვილი რეგიონში არსებული როგორც ინდივიდუალური, ასევე ზოგადი პრობლემების შესწავლას განაგრძობს და შესაბამისი რეკომენდაციით უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.