რეგიონი
გელა ჩარკვიანი ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდში Art House-ის და გამომცემლობა "ინტელექტის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქალაქს დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი ესტუმრა.
შეხვედრაზე წარმომადგენელი იყო მწერლის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები.დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ავტორისთვის შეკითხვებით მიემართა. მან დეტალურად მიმოიხილა ის პერიოდი,თუ როგორ იქმნებოდა ეს წიგნი. 

"ნაცნობ ქიმერათა ფერხული" გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინალური და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება.

წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს. როგორც ბესტსელერის ანოტაციაში ვკითხულობთ, გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს, მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი,გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი,პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის.

წიგნის პრეზენტაცია დღეს წალენჯიხაშიც გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.