დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის უშიშროების სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გალის რაიონში 17 მაისს სპეციალური ღონისძიება ჩატარდა, რომლის შედეგად შეიარაღებული ბანდფორმირების წევრები დააკავეს.
ისინი საზღვრისპირა რაიონის დაბალი ზონის მოსახლეობას თავს ესხმოდნენ, ფულს სძალავდნენ და ადამიანებს იტაცებდნენ, წერს Абхазкий узел.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულების ვინაობა არ სახელდება.
დე ფაქტო აფხაზეთის სამართალდამცავები ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ, წერს ინტერენეტ–გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები