რეგიონი
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - შეხვედრები ზუგდიდის მუნციპალიტეტის მოსახლეობასთან
„დემოკრატიის ინსტიტუტი “ და ასოციაცია „ათინათი“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.“ პროექტი, დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად შეარჩიონ ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ მისი მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები, დანიშნონ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი წარმომადგენელი, წარადგინონ პეტიცია და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.

მიმდინარე წლის მაისის თვეში, პროექტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ზუგდიდის მუნიცპალიტეტის 7 სხვადასხვა სოფელში, მათ შორის ანაკლიაში, ორსანტიაში, დარჩელში, კახათში, რუხში, ოდიშსა და ზედაეწერში. ადგილობრივ მცხოვრებლები გაეცნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, პეტიციის შედგენისა და საკრებულოში წარდგენის პროცედურებს. შეხვედრაზე მოხდა მუნიცპალიტეტის მასშტაბით არსებული პრობლემების განხილვა და თემისთვის პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა ანალიზის შედეგადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად შევა 3 სხვადასხვა პრობლემაზე მომზადებული პეტიცია. აღნიშნულ შეხვედრებზე თითოეულ სოფელში შერჩეულ იქნა ერთი ლიდერი, რომელიც პეტიციის ხელმომწერთა შეგროვებაში და მის საკრებულოსთვის წარდგენის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.