რეგიონი
"ათინათის" ორგანიზებით პირველად დასაქმების ფორუმი გაიმართება
ასოციაცია “ათინათი“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან და ზუგდიდის მერიასთან თანამშრომლობით 2016 წლის 17 ივნისს ატარებს დასაქმების ფორუმს ზუგდიდში.

ასოციაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქ წარმოდგენილი იქნება სამეგრელოში მოქმედი ორმოცდაათამდე მსხვილი კომპანია ვაკანსიებით. მონაწილეობის მსურველები 10 ივნისიდან უნდა დარეგისტრირდნენ დასაქმების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე: http://worknet.gov.ge/ და ssa.gove.ge და მიიღონ მოსაწვევი (კოდის სახით) დასაქმების ფორუმზე წარსადგენად.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ ლოკაციებზე:
• ასოციაცია „ათინათში“ , რუსთაველი #94;
• ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთაველის #52;
• სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში რუსთაველის ქ. #93;
• არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება“, ლაღიძის ქუჩა #4;
• მესხიას სახ. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში,
• გ. ხვიტიას სახ. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში.

მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე მიღებული უნიკალური კოდის წარდგენით.

დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტის „LIFE Georgia”-ს ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გაიმართება ზუგდიდში, რესტორან "მონოპოლში", მისამართი: თამარ მეფის #3. (საკონსერვო ქარხანასთან).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.