ახალი ამბები
სოხუმი „როსნეფტისგან“ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს
დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ განაცხადა, რომ სოხუმს აინტერესებს, თუ როდის დაიწყებს „როსნეფტი“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და აფხაზეთში ნავთობის მოპოვების პროექტს.

„როსნეფტისგან“ ქმედებებს ველოდებით, თუ როდის დაიწყებენ პროექტის განხორციელებას. ვადა იწურება, ჩვენ ეს დიდად არ მოგვწონს და ამ საკითხზე განმარტებების მიღება გვსურს“, -  განმარტა მან. 

მიქვაბიას თქმით, ამ ეტაპზე ისინი სხვა ქვეყნების ნავთობმომპოვებელი კომპანიების აფხაზეთში დაშვებაზე არ ფიქრობენ. „თუ „როსნეფტი“ არაფერს მოიმოქმედებს, მაშინ რა თქმა უნდა, დავფიქრდებით. თუ საქართველოში, შავ ზღვაზე დაიწყება ნავთობის მოპოვება, თუ სოჭში დაიწყება, რუმინეთში, ბულგარეთში, თუ თურქებიც იწყებენ მოპოვებას, მაშინ ჩვენთვის უმოქმედოდ ყოფნა სწორი არ იქნებოდა“, - აღნიშნა დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ მინისტრმა.

„როსნეფტმა“ აფხაზეთში საქმიანობის შეჩერება გასული წლის ივლისში გადაწყვიტა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ აფხაზურ მხარესთან ნავთობის მოპოვების საკითხზე გაფორმებული შეთანხმების შესწავლა სურთ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
14 / მაისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია იმ უნიკალური საგანძურის შესახებ ,რომელიც ზუგდიდის მუზეუმს პრინც ვიქტორ დადიანმა დაუბრუნა.
14 / მაისი 2025
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
14 / მაისი 2025
13 მაისს, სოხუმის აეროპორტში ნიჟნი ნოვგოროდიდან შესრულდა პირველი ფრენა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.