რეგიონი
დღეს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართება
ასოციაცია "ათინათი", სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ზუგდიდის მერიასთან თანამშრომლობით, პროექტის "LIFE Georgia" ფარგლებში დასაქმების ფორუმს გამართავს. შეხვედრა დღეს, 17 ივნისს 13.00- დან 17.00 საათამდე ქალაქ ზუგდიდში, რესტორან "მონოპოლის" დარბაზში (თამარ მეფის ქ.3) ჩატარდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ადგილობრივი კომპანია, რომელიც არსებულ ვაკანსიებზე მისთვის სასურველ კადრებს შეარჩევს. მასში მონაწილეობის მისაღებად კი worknet.gov.ge -ზე უკვე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კობა სონღულაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროექტს - "საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით- "LIFE Georgia" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ACF-ს (ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ") ლიდერობით ორგანიზაციათა კონსორციუმი ახორციელებს. ეს ორგანიზაციებია: ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", ასოციაცია " ათინათი", და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", "განათლება დემოკრატიისთვის", "საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი" და "სამართლებრივი დახმარება საქართველო".

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა. ის სამეგრელოში და შიდა ქართლში ხორციელდება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.