რეგიონი
სოხუმში ლეონიდ ძიაპშიბას გადადგომას ითხოვენ
დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტროს ექს-მინისტრები, ოთარ ხეცია, რაულ ლოლუა და აბესალომ ბეია, რაულ ხაჯიმბას წერილით მიმართავენ, რომელშიც შს მინისტრის ლეონიდ ძიაპშიბას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვითარების შემდგომი დაძაბვის თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღოს.

მათი განცხადებით, ძიაპშიბამ შს სამინისნტროს თანამშრომლებისგან რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარის თქმა მოითხოვა.

ექს-მინისტრები აღნიშნავენ, რომ უწყებაში უკიდურესად ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებსაც შეიძლება რეფერენდუმის ბოიკოტი ან მისი ორგანიზებულად ჩაშლა მოყვეს, რაც საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს და არასასურველ შედეგებს გამოიწვევს.

სოხუმში რეფერენდუმის ჩატარება 2016 წლის 10 ივლისს იგეგმება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.