გალის რაიონ სოფელ ოტობაიაში სამედიცინო ამბულტორია აღადგინეს. ის დაბალი ზონის 5 სოფელს მოემსახურება, აქვე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იმუშავებს.
სამედიცინო დაწესებულების რეკონსტრუქცია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში განხორციელდა .
ორსართულიან შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის კოორდინატორებმა ( UNDP) ორგტექნიკითა და კაბინეტების გასათბობი რადიატორებით აღჭურვეს ამბულატორია, რომელშიც ამჟამად ყველა პირობაა შექმნილი სტომატოლოგის და თერაპევტის მუშაობისთვის. ასევე ამოქმედდა სააფთიაქო კიოსკი, მცირე ქირურგიული და ბავშვთა ვაქცინაციის პროფილაქტიკური კაბინეტები .
ადგლობრვ მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში ამბულატორიიდან რამდენიმე მეტრში განლაგებული სტაციონარის აღდგენაც მოხდება. სოფლის სამედიცინო ცენტრი კვიპაროსების ხეივანში მდებარეობს, წერს ინტერნეტ გამოცემა „Наша Абхазия“.
http://abkhazeti.info/abkhazia/2013/1369265089.php
მასალის გამოყენების პირობები