რეგიონი
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიების პროგრამა გაგრძელდება
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისია აფხაზეთში 1992-93 წწ. ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებასთან დაკავშირებით პროგრამას აგრძელებს.

ამის შესახებ აფხაზეთში წჯსკ-ს მისიის წარმომადგენელმა მაურო მორაბიტო სოხუმში დიდების მუზეუმის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მან ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა და სამხედრო ისტორიკოსებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მორაბიტოს თქმით, ომთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, ორგანიზაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საფლავების მოძიებაში დაეხმარება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მოღვაწეობაა, რადგან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება აქტუალურობას არ კარგავს. ჯერაც არის ბევრი ოჯახი, რომელიც იმედს არ კარგავს, რომ თუნდაც 23 წლის შემდეგ გაიგოს, თუ სად ასვენია მათთვის ძვირფასი ადამიანების ცხედრები“, - აღნიშნა მან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის რეალიზაცია სოხუმის დიდების პარკში 2010 წელს დაიწყო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, თავისი მანდატის შესაბამისად, მოქმედებს, როგორც ნეიტრალური შუამავალი ეგზჰუმაციის, გადასვენების, იდენტიფიცირებისა და ნეშტის გადაცემის პროცესში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.