რეგიონი
დაკარგული გერმანელი ინჟინერის ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
სამეგრელო -ზემო სავანეთის მხარეში დაკარგული გერმანელი მოქალაქის ქალიშვილი ვიქტორია სერდაკოვსკაია დახმარებას ითხოვს. მან მიმართვა დღეს ენგურის ხიდიდან გააკეთა.

"მე ვთხოვ ყველას, ვინც შეიძლება იცოდეს მისი ადგილსამყოფელი, ან ფლობს რაიმე ინფორმაციას მის შესახებ, დარეკოს მითითებულ ნომრებზე, ჩვენ მადლობელი ვიქნებით. მე თქვენ მოგმართავთ თხოვნით, თუმცა კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ რადგან, ბევრი კითხვა ჯერაც უპასუხოდ რჩება,“- აღნიშნა მან.

დაკარგულის ოჯახი საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს:

+380674266878, +995599436744, +995599278008, +995577177089, +4915223884867. როგორც სერდაკოვსკაია ამბობს, ინფორმაციის მიმწოდებელი დასაჩუქრდება.

გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს, საღამოს გაუჩინარდა. ის მესტიაში კომპანია "ეპტისას" წარმომადგენელი იყო და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა წყალკანალის მშენებლობის ზედამხედველად.მას კონტრაქტი დაუმთავრდა და 15 ივლისს ტოვებდა საქართველოს.სერდაკოვსკაია სათვალთვალო კამერებმა ბოლოს ჯვარში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი უჩინარდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.