რეგიონი
კახა მიქაია: ყოფილი პოლიციელი "შეჭმით" და განადგურებით მემუქრება (ვიდეო)
"დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს ქალაქის ცენტრში მასსა და ყოფილ პოლიციელ ზაზა ხასაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"შეხვედრისთანავე ჩვენს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, მერე ეს გადაიზარდა გაწევ-გამოწევაში, მას უნდოდა ხელით შემხებოდა, რომელიც სხვათაშორის მისმა მეგობრებმა აღკვეთეს. ბოლოს, მან მითხრა: "მალე მოვა დრო და შეგჭამ, გაგანადგურებო". ეს უკავშირდება, იმას რომ ზონდერებს სანდრა რულოვსის წარდგენის შემდეგ, "ნაციონალების" გამარჯვების იმედი აქვთ, და ეს "ქართული ოცნების" დაბალი რეიტინგის ბრალია", - განაცხადა მიქაიამ.

მისივე ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელსა და მას შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება.

"ეს იყო ზონდერი პოლიციელი და მან არჩევნების შემდეგ კვლავ მოინდომა სამართალდამცავად ყოფნა, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა არ დავუშვით, სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელება იყო წუხანდელი ინციდენტი", - დასძენს ის.

"დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ მსგავსი ინციდენტი განმეორდება, ის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სამართალდამცავებს დააკისრებს.

რადიო "ათინათმა" მცდელობის მიუხედავად ზაზა ხასაიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.