ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მკვლელობა მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცს მ.ჭ-ს ახლო ნათესავმა დ. პერტაიამ ცივი იარაღით
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილია ასევე მოკლულის მამა, რომელიც
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების
ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მოხდა.
შსს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108-ე
მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები