რეგიონი
მამუკა წოწერია: თქვენი მხარდაჭერა ჩემს პასუხისმგებლობას უფრო ზრდის (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მამუკა წოწერიას უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. წოწერიამ საკრებულოს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ასევე ღია და საქმიანი იქნება. ის საკრებულოში სოფელ ოქტომბერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან".

"ყველასგან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და კეთილგანწყობას, რაც უფრო მავალდებულებს და ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას", - აღნიშნა წოწერიამ.

საკრებულოს აპარატის უფროსის ნატალია პაპასკირის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სოფლებში - დავითიანი და ოქტომბერი - საჭირო იქნება შუალედური არჩევნების ჩატარება,  რომლის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს.

ცნობისთვის, მამუკა წოწერია ზუგდიდის გამგებლის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. 8 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე წოწერიას გამგებლის ფუნქციების შესრულებაც მოუწევს.

ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა 9 აგვისტოს დატოვა. იგი მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. გამგებლის მოადგილე გიზო სართანია კი თამამდებობას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ის მმართველი პარტიიდან "პატრიოტთა ალიანსში" გადავიდა და გამგებლობისთვის სწორედ ამ პარტიის სახელით იბრძოლებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.