რეგიონი
ასოციაცია "ათინათმა" მესტიაში პროექტის პრეზენტაცია გამართა
პროექტის ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პრეზენტაციის მიზნით, ასოციაცია ,,ათინათის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა, პროექტის ღონისძიებების ორგანიზატორი მიხეილ როგავა, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაურ ჩართოლანს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჯაფარიძესა და პროექტის სამიზნე სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

თვითმმართველობის წარმომადგენელებმა თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს და პროექტის დაწყება დადებითად შეაფასეს. აქვე აღნიშნეს, რომ მათთვის პრიორიტეტულია, მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ ბერკეტების შესახებ, რაც მათი პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრაზე საკრებულოს რესურსებისა და ბიუჯეტირების პროცედურებთან ერთად განიხილეს ის ძირითადი პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს.

შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში ისეთი პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა გადაჭრა ხელეწიფება საკრებულოს, რათა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, ამა თუ იმ თემში არსებული მწვავე საკითხების მოსაგვარებლად.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.