რეგიონი
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა დასრულდა (ვიდეო)
როგორც ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე. ქვემოკლიძის თქმით, აფხაზური მხარე მათ დაჰპირდა, რომ მომავალ შეხვედრაზე დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლები აღნიშნული საქმის გამოძიების დეტალებს გააცნობენ.

ამასთან, დღეს განიხილეს გიორგი ლუკავას საკითხიც. როგორც ირკვევა, ქართულმა მხარემ მოითხოვა, წითელ ჯვარს მიეცეს უფლება, მოინახულოს პატიმარი. გიორგი ლუკავა სასჯელს დრანდის საპატიმროში იხდის.

ენგურის ხიდზე იმყოფებოდა გიორგი ლუკავას მეუღლე ლალი ბასარია.
მისი განცხადებით, ოჯახს პრეტენზია საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს და ისინი დამოუკიდებლად დაიწყებენ მოქმედებას. როგორც ბასარია ამბობს, მისი მეუღლე 10 მარტს აფხაზეთს დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გადმოცემულ 8 ქართველ პატიმართან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა, აფხაზური მხარისთვის გადაცემულ დოკუმენტში მისი მეუღლის სახელი და გვარი არ იყო დატანილი.

„დღეს პირველად დასვეს საკითხი გიორგი ლუკავას შესახებ. ჩემი მოთხოვნა არის ჩემი ტყვედჩავარდნილი მეუღლის დაბრუნება“, - აღნიშნა ბასარიამ.

შეხვედრაზე ასევე 2012 წელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული ზაზა წულუკიას საკითხზე ისაუბრეს.

მორიგი შერეული შეხვედრა 19 ოქტომბერსაა დანიშნული.

გალში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.