გური ოტობაია: მე ვარ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი (ვიდეო)
16:49 / 16.09.2016
პოეტმა გური ოტობაიამ 2006 წელს დაწერილი ლექსის გამო, რომელიც
მაშინდელ პირველ ლედის სანდრა რულოვსს მიუძღვნა,
განმარტებები გააკეთა. მან დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე
აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ ამ ლექსის სოციალურ
ქსელში გამოქვეყნებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მისივე განმარტებით, მოქალაქეების ერთმა ნაწილმა მისი ლექსი
პოლიტიკურად გამოიყენა, რაც მიუღებელია.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მე ვარ "ქართული ოცნების"
მხარდამჭერი, აგიტატორიც. იყო დრო, როდესაც მეც, როგორც
ბევრი სხვა, მხარს ვუჭერდი "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ ლექსსაც,
რომელიც სანდრა რულოვსს მივუძღვენი, თავისი ისტორია აქვს", - თქვა
გური ოტობაიამ.
ცნობისთვის, ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ გური ოტობაიას სანდრა
რულოვსისადმი მიძღვნილი ლექსი გავრცელდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები