რეგიონი
სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას უარყოფს
სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დავით ბეჭვაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ მას პროვოკაცია სამართალდამცავებმა მოუწყვეს. ის სასამართლო პროცესზე დღეს დაიკითხა, სადაც განაცხადა, რომ მისი ლიკვიდაცია კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა რამდენმეჯერ სცადეს.

"კონტრდაზვერვიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება. მე ამაზე უარი ვთქვი. ამის მერე ხელყუმბარა დამიმონტაჟეს მანქანაზე, ის არ აფეთქდა. მერე იგივე მანქანაზე გაზის აფეთქების მცდელობა ჰქონდათ", - აღნიშნა პროცესზე დავით ბეჭვაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის საკითხს, ბეჭვაია განმარტავს, რომ მას მკვლელობასთან კავშირი არა აქვს და წინასწარი გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

"მსხვილფეხა საქონელი უნდა გამეყიდა და ველოდებოდი მათ. დავხვდი ურთის გადასახვევთან. სახლში წავიყვანე, მაგრამ ფასზე ვერ მოვრიგდით და წავიდნენ. ამის მერე, მე ისინი არ მინახავს. ამის შემდეგ, პოლიციამ დამაკავა და წამიყვანეს შემთხვევის ადგილზე, გვამები მაჩვენეს და დანაშაულის აღიარება მომთხოვეს. გამომძიებლები მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი, ჭირისუფლებს, რომლებიც პოლიციის წინ იყვნენ შეკრებილები, ჩემს მისამართს ეტყოდნენ და ისინი შურს ჩემს ოჯახზე იძიებდნენ, მაშანტაჟებდნენ. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ დანაშაული კიდევ იმიტომ ვაღიარე, რომ ბოთლზე დასმით მემუქრებოდნენ", - თქვა ბრალდებულმა.

პროკურორმა ლევან ფიფიამ ბრალდებულს ჰკითხა, თუ რატომ შეიძინა მან ვაზნები მაკაროვის სისტემის იარაღისთვის, თუ მას ეს იარაღი დაკარგული ჰქონდა. ბრალდებულმა ამ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ იგი ახლის ყიდვას გეგმავდა და იარაღი, რომელიც მკვლელობაში ფიგურირებს, სამი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა.

"ამ იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განვაცხადე და ამაზე დოკუმენტები არსებობს", - უთხრა სასამართლოს ბეჭვაიამ.

"თქვენ წინა სხდომაზე თქვით, რომ ეს ვაზნები სხვისთვის შეიძინეთ, ახლა კი უარყობთ და სხვას აცხადებთ", - მიმართა პროკურორმა ბრალდებულს, რაზედაც ბეჭვაიამ უპასუხა: "მაშინ ციხეში რაღაც ნემსებს მიკეთებდნენ და არაადეკვატური ვიყავი".

გარდა ამისა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, პროკურორმა საბანკო ქვითრებზე ისაუბრა, რომლებიც ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა. ერთ- ერთი ქვითრის თანახმად, ბეჭვაიამ თანხა 800 ლარის ოდენობით, სესხის დაფარვის მიზნით, ბანკში მკვლელობის დღეს შეიტანა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 27 სექტემბერს ჩაინიშნა, სადაც მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. მოსამართლე ნატრული აკობიას განცხადებით, შესაძლებელია სასამართლომ განაჩენი იმავე დღეს გამოაცხადოს.

დაღუპულის ახლობლები ბრალდებულის უვადო პატიმრობას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრალდებულის მიერ სხდომაზე წარმოთქმული არც ერთი სიტყვის არ სჯერათ.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მის ფიზიკურ განადგურებაზე საუბრობს. ვგეგმავ, პრესა მოვიწვიო და ამის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრო", - უთხრა რადიო "ათინათს" ბეჭვაიას უფლებადამცველმა.

დავით ბეჭვაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი დაიკარგა. ისინი მცირე მეწარმეები იყვნენ და ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ. გარდაცვლილებიდან ერთი - ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი ორი - ზესტაფონიდან იყო. 12 თებერვალს შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაია დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2024
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, პარტია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, თენგიზ ქოჩუა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც თვითმხილველების თქმით, წინ შელაპარკება უსწრებდა.
13 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.
13 / დეკემბერი 2024
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.