რეგიონი
ზვიად ძიძიგურმა ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდია გაიხსენა (ვიდეო)
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად გამსახურდია გაიხსენა. მან ადგილობრივებს საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"როდესაც ზვიადიზე პირდაპირი დევნა იყო გამოცხადებული ამ სოფლიდან მის ადგილსამყოფელზე ერთი სიტყვა არ გასულა. სახელმწიფო უშიშროებამ ზვიადი, რომ ჯიხაშკარში იყო, მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ის ამბავი მოხდა, რაც მოხდა. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული... არ ვიცოდი, რომ ის სამეგრელოში იმყოფებოდა. მაშინ მეც ჯგალში, "ჭითაგვალას" მთაში მწყემსებთან ვიმალებოდი. არ ვიცი, რამის შეცვლას შევძლებდი თუ არა, მაგრამ გული უფრო მშვიდად მექნებოდა, მასთან ერთად რომ ვყოფილიყავი იმ უმძიმეს წუთებში, თქვენთან ერთად რომ გაატარა", - უთხრა ადგილობრივებს ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, მან ჯიხაშკარელებს პირობა მისცა, რომ ის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჯიხაშკარში ჩავა და იმ ადგილს მოაწესრიგებს, სადაც ზვიად გამსახურდია პირველად დაკრძალეს.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ზვიად ძიძიგურმა დღეს სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.