რეგიონი
ახალი კვლევა: დევნილთა 96.2 %-ს მიწის დამუშავების სურვილი აქვს (ვიდეო)
თემაზე "დევნილთა საჭიროებები სრულფასოვანი განსახლებისთვის" ზუგდიდის მერიაში ორგანიზაცია "საუნჯემ" კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კერძოდ, ანგარიში დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ხელმისაწვდომობას შეეხო. დევნილები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წლის აგვისტოში კოლექტიურ ცენტრებში და ახლად აშენებულ კორპუსებში (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილები) გამოიკითხნენ. კვლევაში სულ 132 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 96%-ს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არა აქვს, ხოლო 3.8% იგი საკუთრებაში გააჩნია. კითხვაზე - გაქვთ თუ არა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებით, რესპოდენტთა 90.2%-მა უპასუხა, რომ მათ ეს უფლება არ გააჩნიათ, ხოლო დანარჩენი 9.8 % დადებითად პასუხობს.

რაც შეეხება მთავარ კითხვას, დაამუშავებდით თუ არა მიწის ნაკვეთს, დევნილების 96.2 % დადებითად პასუხობს. კვლევის ორგანიზატორების განმარტებით, დანარჩენ 3.8 %-ს მიწის დამუშავების სურვილი აქვს, თუმცა ამის საშუალებას მათ ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საუნჯე", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ერთობლივ პროექტს - "დამოუკიდებლობიდან თვითკმარამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.