ენმ-მ აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლებს პატივი ენგურის ხიდზე მიაგო (ვიდეო)
17:21 / 27.09.2016
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის"
წევრები და მხარდამჭერები ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ.
მათ აფხაზეთში დაღუპულ მეომრების ღვაწლზე ისაუბრეს.
"არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს აფხაზეთი, რადგან ის საქართველოს
განუყოფელი ნაწილია. დროთა განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან
ერთად, ჩვენი აქტივობით მივაღწევთ იმას, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი
დაუბრუნდება საქართველოს", - აღნიშნა "ენმ"-ის წევრმა და სამეგრელოს
ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ.
ცნობისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღეს დასრულდა
ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით
მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოში
გლოვის დღეა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები