დევნილთა მოძრაობა ჟურნალისტისთვის საქმიანობის შეზღუდვას მოითხოვს (ვიდეო)
19:15 / 29.09.2016
„დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“ 26 სექტემბერს „რუსთავი 2"-ის
სამეგრელოს კორესპოდენტ ემა გოგოხიასთან
მომხდართან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მოძრაობის ერთ-ერთი
დამფუძნებლის თეა ქარდავას თქმით, გოგოხიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა,
ხოლო მათ შორის ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ „მაპროვოცირებელ“
კითხვას მოჰყვა, - თუ რამდენი გადაუხადა მათ გუბერნატორმა ლევან
შონიამ პროტესტის დასაფიქსირებლად.
„იმ მომენტში ემა გოგოხია "ენმ"-ის ერთ-ერთ აქტივისტს წარმოადგენდა,
რომელიც აშკარად აფიქსირებდა თავის პოზიციას“, - აღნიშნა
ქარდავამ.
საკითხის შესასწავლად "დევნილთა მოძრაობამ" ომბუდსმენის აპარატს
მიმართა. ისინი ასევე ჟურნალისტისთვის საქმიანობის შეზღუდვასა და მის
მიმართ გარკვეული სანქციების დაწესებას ითხოვენ.
თავის მხრივ, ემა გოგოხიამ ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა.
26 სექტემბერს ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის წინ გამართული „ენმ“-ის
აქცია "დევნილთა მოძრაობამ" გააპროტესტა, რასაც პარტიის
მხარდამჭერებთან მცირე ინციდენტი მოჰყვა, ასევე სიტყვიერი
დაპირისპირება მოხდა თეონა ქარდავასა და ემა გოგოხიას შორის.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები