რეგიონი
გიზო სართანია: "ქართული ოცნება" ბინძური მეთოდებით გვებრძვის (ვიდეო)
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატმა შუალედურ არჩევნებზე, გიზო სართანიამ მმართველი პარტია პლაკატების ჩამოხევასა და ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა. სართანიას თქმით, ადგილობრივი მთავრობა ახალგაზრდებს ავალებს “პატრიოტთა ალიანსის” პლაკატების ჩამოხევას, გადაღებვას და საკუთარი პლაკატების გადაწებვას. ზემოთ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტოსურათები გამგებლობის კანდიდატმა წარმოადგინა. მან კიდევ ერთხელ უარყო გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჭორებს უვრცელებენ.

„იყენებენ ყველა საშუალებას და გვებრძვიან ბინძური მეთოდებით. ბავშვებს ავალებენ ღამის სამ საათზე, წვიმიან ამინდში იარონ მანქანებით და ხიონ ჩვენი პლაკატები. ჩვენ გვეგონა, რომ დაგვიპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ შეიცვალა ვითარება და გვიპირისპირდება „ქართული ოცნება“,-აღნიშნა სართანიამ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ლაშა გვასალია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ისეთი სიტუაცია, რომ ასეთ ხერხებს მიმართონ. ასე ის პარტია იქცევა, რომელსაც დამარცხების ეშინია. „ვერ მივიღებ მსგავს ბრალდებებს, ხშირად ხევენ ჩვენს პლაკატებს. მე ვიცი, რომ ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება, სართანიას მხარდამჭერებიც აკეთებენ, იმიტომ, რომ შემდგომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი“,- განაცხადა ლაშა გვასალიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.