არჩევნები
ზუგდიდში საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი დაგვიანების გამო არ დაუშვეს
#65 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 29-ე უბანზე პარტიის "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელი დაგვიანების მიზეზით არ დაუშვეს.

მოგვიანებით, საქმეში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ჩაერია და მისი შენიშვნის შემდეგ დამკვირვებელს კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლება მისცეს. თამუნა ქარდავა საჩივრის დაწერას აპირებს. კომისიის თავმჯდომარის ნატრული ჭანტურიას თქმით, მცირე ხარვეზი სწრაფად იქნა აღმოფხვრილი, თუმცა ისინი საჩივარს მიიღებენ.

აღნიშნული უბანი ზუსტად 7 საათზე გაიხსნა. გარდა ზემოაღნიშნული ხარვეზისა, კენჭისყრისთვის მზადების პროცედურები სრული დაცვით წარიმართა, რაც რადიო "ათინათს" საუბარში ყველა დამკვირვებელმა დაუდასტურა. 29-ე უბანზე საერთო სიაში 1090 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 11, გადასატან ყუთზე კი 19.

უბანზე პირველი ამომრჩეველი 8 საათზე მივიდა. მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს მისცა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
26 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.