"ენმ"-ს ზუგდიდის შტაბი ე.წ. "სომხურ კარუსელებზე" საუბრობს (ვიდეო)
15:16 / 08.10.2016
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა დამენიამ საარჩევნო
დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 8
უბანი
დაგვიანებით გაიხსნა. ამასთან, დამენიას განცხადებით, საარჩევნო
უბნებზე პრობლემები შეექმნათ ,,ენმ’’-ს დამკვირვებლებს. ის ასევე
აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრებიდან
დათო შენგელიას
ხემძღვანელობით დევნილების ორგანიზებულად
გადმოყვანაზე საუბრობს.
,,დე ფაქტო ცხინვალისა და აფხაზეთის მთავრობებმა განაცხადეს,
რომ საზღვრებს ჩაკეტავდნენ, დათო შენგელიამ რა გზებით მოახერხა
დევნილების გადმოყვანა რუსეთის მიერ ოკუპირებული
ტერიტორიებიდან’’, - თქვა დამენიამ.
„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის ლაშა გვასალიას განცხადებით,
არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
რაც შეეხება „სომხურ კარუსელებს“, გვასალია ასეთ ფაქტებს
გამორიცხავს.
„თუ რამე მოხდა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული იქნება“, -
აღნიშნა მან.
,,ენმ’’-ს ბრალდებებს ასევე უპასუხა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო
კომისიის ხელმძღვანელმა მირანდა მესხმა. ის რამდენიმე უბნის ერთი
საათის დაგვიანებით გახსნის ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები თითქმის ყველა უბანზე
პროვოკატორობენ.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები