სასამართლომ "ენმ"-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა (ვიდეო)
15:51 / 14.10.2016
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განიხილეს, რომელიც
მაია კალანდიასთვის საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის, შენიშვნის გაბათილებას
გულისხმობდა. „ენმ“-ის მიერ წარდგენილი საუბნო კომისიის წევრის, მაია
კალანდიას განმარტებით, მას უფლება ჰქონდა, რომ წილისყრაში არ მიეღო
მონაწილეობა. თავად კალანდიას თქმით, მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო
უშუალოდ უბანზე საარჩევნო პროცესზე დასწრება, რადგან მას ჰქონდა
„გონივრული ეჭვი“ კომისიის წევრების პოზიციებთან დაკავშირებით.
ამასთან, მისივე თქმით, მას შემდგომ პროცედურებში მონაწილეობის
უფლებები შეეზღუდა. ამ პოზიციას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ „საია“-
სა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. სასამართლომ
წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა და „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას“ ბაჟის სახით
100 ლარის
გადახდა დააკისრა. როგორც "საია"-ს
წარმოდგენელმა ჯემალ ჭკადუამ
რადიო"ათინათთს"უთხრა, კომისიის წევრს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა
საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე, რომელიც დაკისრებული ჰქონდა
საარჩევნო კოდექსით.
„ობიექტური მიზეზი, რის გამოც მას შეეძლო, უარი ეთქვა წილისყრის
პროცედურაში მონაწილეობაზე,მას არ დაუსახელებია... ჩვენს მიერ
ანალოგიური სახის კიდევ ერთი საჩივარი დაიწერა“, - აღნიშნა
ჭკადუამ.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად თქვა უარი წილისყრაში
მონაწილეობაზე და ფაქტობრივად, მისივე სურვილიდან იყო გამომდინარე,
რომ ვერ ღებულობდა შემდგომ წილისყრებშიც მონაწილეობას... არავის
არაფერი შეუზღუდავს. მისი უარი იყო წინასწარ მოტივირებული“, -
განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბრისას საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე მირანდა მესხმა.
„ენმ“-ს წევრის, კობა კვარაცხელიას განმარტებით, ისინი სასამართლოს
გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
საქმე ეხება 8 ოქტომბრის არჩევნებზე, 93-ე
უბანზე, მაია კალანდიას მიერ გადასატანი ყუთის წამღები
პირების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას, რის გამოც
„საია“-ს წარმომადგენელმა რამაზ ბიგვავამ საჩივარი დაწერა. აღნიშნული
საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა და „ენმ“-დან
საარჩევნო კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები